Thursday, December 10, 2009

სასწავლო პროექტი



1.პროექტის სახელი: გურული გლეხის კარ-მიდამო.
2.პროექტის მოკლე აღწერა: განვიხილავთ გურიაში საცხოვრებლის ტიპებს: ჯარგვალს,ფაცხას,ოდა სახლს.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები დაიყოფა ჯგუფებად თემისათვის საჭირო მასალის შესაგროვვებლად.
1. ჯგუფი.გაეცნობა თემასთან დაკავშირებით არსებულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ლიტერატურას, ასევე მოიძიებენ ინტერნეტში ცნობებს თემასთან დაკავშირებით.
2. ჯგუფი:საველე მუშაობით შეაგროვებს მასალას. თუ როგორ ხდებოდა სამოსახლო ადგილის შერჩევა და სამშენებლო მასალის შეგროვება.
3. ჯგუფი:ინტერვიუს მეთოდით გამოიკვლევს ნაგებობათა ტიპებს გურიაში.
4. ჯგუფი.შეაგროვებს მასალას თუ ვინ აშენებდა გურიაში სახლებს და როგორი იყო სამშენებლო იარაღები.
5. ჯგუფი.მოძიებულ მასალას დაალაგებს და აკინძავს.

4.მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა:2 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა,ინტერვიუს გაკეთება,კედლის გაზეთის გამოშვება,კომუნიკაბელურობა,თანამშრომლობა.
7. მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებში გაიზრდება მოტივაცია:შეისწავლონ და გაუფრთხილდნენ თავიანთი კუთხის წარსულს რადგანაც ახალი ყოფის ზეგავლენით თანდათან გადის წყობიდან ძველი საცხოვრებელი.
8. სარგებელი სხვებისათვის: დაინტერესებული პირები შეძლებენ ისარგებლონ მზა მასალით გურული საცხოვრისის შესახებ.
9 სამუშაო ენა: ქართული.
10 მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ არის .
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფიასთან, ბიოლოგიასთან ,ხელოვნებასთან კავშირი..
12. პროექტის ფასილიტატორი: ქეთო მახარაძე.
13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა:q.maxaradze@gmail.com